Sale

დედის ჩანთა casual pink

79.00  59.00 

  • წყალგაუმტარი
  • მსუბუქი
  • 1 ძირითადი განყოფილება 5 ჯიბით
  • 1 წინა განყოფილება 3 თერმო ჯიბით
  • 2 გვერდითი ჯიბე
  • მობილურის შესანახი განყოფილება
  • ბოთლის ჩასადები
კატეგორია: თეგი:
გაზიარება
thumbnail
დედის ჩანთა casual pink

დედის ჩანთის დიზაინი მორგებულია დედების და მათი პატარების ყოველდღიურ საჭიროებებზე. ეს არ არის ჩვეულებრივი ზურგჩანთა, ეს არის ზურგჩანთა, რომელიც გიმარტივებთ თქვენს პატარაზე ზრუნვას. ჩანთა გათვლილია მშობლებზე, რომლებსად უყვართ კომფორტი, მუდამ ცდილობენ კარგად გამოიყურებოდნენ და პატარასთვის ყველაფერს მხოლოდ საუკეთესოს ეძებენ.

 

თერმო ჯიბე


დედის ჩანთას აქვს 3 თერმო ჯიბე, რომლებიც 2-4 საათამდე უნარჩუნებს ტემპერატურას ბავშვის საკვებს – რძეს და ფაფებს. თქვენ შეგიძლიათ ისეირნოთ ან იმოგზაუროთ და როცა ჭამის დრო მოვა, თქვენს პატარას აჭმევთ ისე, თითქოს 10 წუთის წინ, სახლში მოამზადეთ საკვები.

 

დიდი ჯიბე, სადაც ყველაფერი ეტევა

პლედი, საფენები, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ბოთლები, საწოვარა, სათამაშოები, თქვენი წიგნები, დამტენი… და კიდევ მრავალი თქვენთვის საჭირო ნივთი შეგიძლიათ ჩაატიოთ ზედა დიდ ჯიბეში. ჯიბეს გარშემო გასდევს მყარი კარკასი, რაც ჩანთას გახსნილ მდგომარეობაში უნარჩუნებს მყარ პოზიციას და თქვენ გეხმარებათ წყნარად და მშვიდად ამოიღოთ ჩანთიდან ყველაფერი ისე, თითქოს სახლის უჯრიდან იღებდეთ.

 

შიდა ჯიბეები ნივთების დასახარისხებლად

ჩანთაში ჩაკერებული 5 შიდა ჯიბე გეხმარებათ თქვენთვის საჭირო ნივთების დასახარისხებლად და გასანაწილებლად. მარტივად და სწრაფად მიწვდით თქვენთვის საჭირო ნივთს შიდა ჯიბეების დახმარებით.

მაღალი ხარისხის, წყალგაუმტარი ქსოვილი

დედის ჩანთის ქსოვილი არის რბილი, ჭუჭყის ამტანი და რაც მთავარია წყალგაუმტარი. თუკი ხშირად ასეირნებთ ბავშვს, გიყვართ პიკნიკების მოწყობა და მოგზაურობა, მაშინ სწორედ ამგვარი ქსოვილით დამზადებული ჩანთა გჭირდებათ. ჩანთის დამზადებისას ნაფიქრია არა მხოლოდ დიზაინსა და კომფორტზე, არამედ მის გამძლეობაზე და გრძელვადიან მოხმარებაზე.

გვერდითი ჯიბეები

2 გვერდითი ჯიბე გეხმარებათ მიწვდეთ საჭირო ნივთს მოძრაობისას, შეუჩერებლად, ზურგჩანთის მოუხსნელად. თუ თქვენს პატარას ხშირად სწყურდება და ბოთლის ამოღება გიწევთ, ან მოულოდნელად გაწვიმებისას საწვიმარი დაგჭირდათ, გვერდითი ჯიბეების დახმარებით სასურველი ნივთის ჩანთიდან სწრაფად ამოღებას მარტივად და შეუფერხებლად მოახერხებთ.

ტელეფონის შესანახი ჯიბე

ბავშვის აღზრდა ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, თუმცა დღევანდელ დროში ხშირად გვიწევს ტელეფონზე საუბარი და სამსახურის თუ საოჯახო საქმეებზე დისტანციურად ლაპარაკი. ამის გათვალისწინებით, ჩანთას აქვს ტელეფონის შესანახი ჯიბე, რომელიც მარტივად მისაწვდომია და მისი დახმარებით შეგიძლიათ მუდამ კავშირზე იყოთ.

წონა0.8 kg
Color

Rose

1 review for დედის ჩანთა casual pink

  1. რასაც ქვია დავისვენე. ყველაფერი ეტევა კომპაქტურად, უნარჩუნებს ფაფებს და რძეს ტემპერატურას. მოკლედ ძალიან კარგია და კარგები ხართ!

Add a review

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *